• ჩვენ შესახებ
  • კითხვა პასუხი
  • კონტაქტი
  • ENG
Sesxebi.ge
  • მთავარი გვერდი
  • სესხები
  • ანაბრები
  • ვალუტის კურსი
  • შედარება

კითხვა-პასუხი

► რა არის ვადიანი ანაბარი?
ვადიანი ანაბარი (დეპოზიტი) არის მომხმარებლის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ვადიანი დეპოზიტი იხსნება კონკრეტული ვადითა და კონკრეტული თანხით, ხელშეკრულების  მოქმედების პერიოდში კი თანხის დამატება შეუძლებელია. ჩვეულებრივ, ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით.გარდა ამისა, რაც უფრო დიდია დეპოზიტის ვადა, მით მეტია საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებელს სარგებელზე საპროცენტო განაკვეთი ერიცხება.
► რა არის ავტო სესხი?
ავტო სესხი არის მიზნობრივი სესხი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს მისთვის სასურველი, როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილი. ზოგადად კრედიტის უზრუნველყოფას შეძენილი ავტომობილი წარმოადგენს და სესხის სრულ დაფარვამდე მასზე ბანკის გირავნობა რჩება. ავტომობილი სავალდებულო წესით იზღვევა,  ხოლო დაზღვევის თანხა ავტომობილის ღირებულებიდან და შეძენილი პაკეტიდან გამომდინარეობს.ავტო სესხით სარგებლობისთვის ასევე შესაძლებელია ავტომობილის ნაცვლად უზრუნველყოფაში წარმოვადგინოთ.
► რა არის იპოთეკური სესხი?
იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ, ააშენოთ ან გაარემონტოთ უძრავი ქონება - ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი.იპოთეკური კრედიტის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა გულისხმობს, რომ სესხის მოქმედების პერიოდში თქვენს მიერ აღებული სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია.
► რა არის ზრდადი ანაბარი?
ეს არის ვადიანი ტიპის ანაბარი (დეპოზიტი), რომელიც იხსნება კონკრეტული ვადით და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. ზრდად ვადიან დეპოზიტზე მომხმარებელს საშუალება აქვს ანაბრის თანხა შეცვალოს ზრდის მიმართულებით. რიგ შემთხვევაში ბანკები განსაზღვრავენ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასამატებელი თანხის მინიმალურ ოდენობასა და პერიოდულობას.
► რა არის სამომხმარებლო სესხი?
სამომხმარებლო სესხი არის კრედიტი, რომელსაც იღებთ პირადი მოხმარებისათვის გარკვეული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. სამომხმარებლო სესხით თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების, მოგზაურობის თუ სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება.სამომხმარებლო სესხი, როგორც წესი, მოკლევადიანია. შესაბამისად, სხვა სესხებთან შედარებით ყველაზე ძვირია. საპროცენტო განაკვეთი ძირითადად დამოკიდებულია  სესხის ვადაზე, მოცულობაზე და თქვენს შემოსავალზე. 

ანაბრის კალკულატორი

ანაბრის ტიპი ვადიანი ზრდადი საბავშვო

ვალუტის კურსი

ლარიდან ლარში
ვალუტა:
რაოდენობა:
USD USD საუკეთესო კურსი
TRY TRL საუკეთესო კურსი
RUR RUB საუკეთესო კურსი
UK GBP საუკეთესო კურსი
EUR EUR საუკეთესო კურსი
რაოდენობა:
=
ვალუტის კურსი:

სესხის კალკულატორი

გადახდის გრაფიკის შესადგენად შეავსეთ ველები და დააჭირეთ ღილაკს „გამოთვლა“
თვე ყოველთვიური გადასახადი ძირი პროცენტი დარჩენილი ძირი
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
1 5454 5454 5454 5454
© 2014, საზოგადოება და ბანკები
ვებსაიტი შექმნილია ომედიაში
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს საილუსტრაციო მასალას და მის სისწორეზე GAIGE.GE არ არის პასუხისმგებელი. ვებგვერდს აქვს მხოლოდ ზოგად-საორიენტაციო დანიშნულება და კონკრეტული პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი საფინანსო ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.